ჩვენ შესახებ
2013 წლიდან ვართ საერთაშორისო მარკეტინგული კომპანია დიდ ბრიტანეთსა და საქართველოში. ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ მათ საჭიროებებზე მორგებულ მარკეტინგულ სერვისებს.
გუნდურობა ჩვენთვის მთავარი ღირებულებაა. ინდივიდუალური მიდგომითა და საქმის სიყვარულით ვქმნით წარმატებულ ისტორიებს, რომლის ბოლოს ორივე მხარე კმაყოფილი რჩება, ჩვენ კი მუშაობის პროცესში არ ვუშინდებით გამოწვევებსა და სიახლეებს.
მომხმარებლებს ვთავაზობთ შემდეგ სერვისებს: მარკეტინგული სტრატეგია, ბრენდინგი/გრაფიკული დიზაინი, სოციალური მედია მარკეტინგი, SEO/Google Ads, ვიდეო ქონთენთი, Online Shop და E-mail მარკეტინგი.
ჩვენი კარი თქვენთვის მუდამ ღიაა, რათა დაგეხმაროთ რეალობად აქციოთ ის, რაზეც ამდენი ხანი ოცნებობდით.
2013 წელი
2013 წელს ბაზარზე შემოვედით
2014 წელი
დავიწყეთ თანამშრომლობა როგორც B2B, ასევე B2C სექტორში მოღვაწე კომპანიებთან, სახელმწიფო ორგანიზაციებთან მთელ რეგიონში
2016 წელი
გავხდით ბრიტანული კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში და აქტიურად ვიყენებთ მათ გამოცდილებას მარკეტინგის სფეროში.