მომხმარებელთა ერთგული ბაზის შესაქმნელად მხოლოდ კარგი პროდუქტი საკმარისი არაა! ამისათვის სწორ აუდიტორიას მუდმივად უნდა ხვდებოდეთ თვალში და მათ გონებაში მოწინავე პოზიცია დაიკავოთ. 🎯
პაკეტი აერთიანებს 360 °-იან მომსახურებას სოციალური მედიის პოტენციალის სრულად ასათვისებლად. მასში შესულია მარკეტინგული პროცესების ყველა რგოლი: სამიზნე აუდიტორიის სწორად განსაზღვრიდან პროდუქტის გაყიდვამდე.
პროცესი მოიცავს:
სოციალური მედია მენეჯმენტი გულისხმობს კონტენტის დაგეგმვას, შექმნას, გამოქვეყნებასა და ანალიზს ისეთი პლატფორმებისთვის, როგორიცაა Facebook, Instagram, TikTok, X და სხვა. ის მოიცავს მომხმარებლებთან ეფექტური და გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებას. შედეგების მიღება შესაძლებელია როგორც უფასო და ფასიანი ხელსაწყოებით, საინტერესო სტრატეგიებით.
გსურთ გაიგოთ თუ როგორ პოზიციონირებენ თქვენი კონკურენტები ციფრულ სამყაროში, რამდენად კარგად იცნობენ თქვენს ბრენდს და როგორ შეგიძლია შედეგების გაუმჯობესება?
სოციალური მედია პლატფორმები დღეს ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ინსტრუმენტებს წარმოადგენს გაყიდვების სტიმულირებისთვის. თითოეული პლატფორმა უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს ბიზნესებს.
– Facebook გამოირჩევა მრავალრიცხოვანი აუდიტორიით და ძლიერი სარეკლამო სისტემით (Facebook Ads), რაც ბიზნესებს საშუალებას აძლევს მიზანმიმართულად მიაწვდონ რეკლამა კონკრეტულ სეგმენტებს. მისი ინტეგრირებული ფუნქცია — Facebook Shop — მომხმარებლებს პირდაპირ პლატფორმიდან პროდუქტის შეძენის საშუალებას აძლევს.
– Instagram ვიზუალური კონტენტზეა ორიენტირებული, განსაკუთრებით ეფექტურია ისეთი პროდუქტებისთვის, როგორებიცაა ტანსაცმელი, კოსმეტიკა და დეკორაცია. Instagram Shopping ფუნქცია და influencer marketing ხელს უწყობს პროდუქტის ცნობადობადასა და გაყიდვებს.
TikTok ბოლო დროის ვირუსული კონტენტის ეპიცენტრია და ძალიან სწრაფად ზრდის ბრენდის ცნობადობას.
რაც შეეხება LinkedIn-ს, ის გამორჩეულია B2B გაყიდვების მიმართულებით. პროფესიონალური კავშირები, thought leadership და პერსონალური ბრენდინგი აუმჯობესებს კომპანიის სანდოობის ხარისხს და ზრდის ბიზნეს შეთავაზებებზე რეაგირების ალბათობას.
თბილისი
+995 599 495 574
Info@grapevine.ge