სოციალური მედია აუდიტი

სოციალური მედია აუდიტი – ეს არის პროცესი, რომელიც მოიცავს თქვენი ბიზნესის სოციალური მედიის არსებული აქტივობების დეტალურ ანალიზს. მარკეტინგული სააგენტო Grapevine გთავაზობთ სრულყოფილ სოციალური მედიის აუდიტს, რათა გაიგოთ, რამდენად ეფექტურია თქვენი ამჟამინდელი სტრატეგიები და სად არის გაუმჯობესების შესაძლებლობები.

ეს გულისხმობს თქვენი სოციალური მედიის პროფილების, კონტენტის, აუდიტორიის და კონკურენტების შესწავლას, რათა მიიღოთ ხელშესახები ინსაითები და გაზარდოთ თქვენი ბრენდის წარმატება ციფრულ სივრცეში.




რატომ არის მნიშვნელოვანი სოციალური მედია აუდიტის გაკეთება? 👇

დღევანდელ ციფრულ ეპოქაში, თუ თქვენი ბიზნესის სოციალური მედიის აქტივობები ოპტიმიზებული არ არის, თქვენ დაკარგავთ პოტენციურ მომხმარებლებს და შემოსავლებს. სოციალური მედია აუდიტი აძლევს ბიზნესებს უდიდეს შესაძლებლობებს, რადგან:

  • მომხმარებელი თავად გეძებთ: სწორად ოპტიმიზებული სოციალური მედია გვერდები გეხმარებათ მიიპყროთ იმ მომხმარებლების ყურადღება, რომლებიც უკვე დაინტერესებულნი არიან თქვენი პროდუქტით ან მომსახურებით.
  • ეფექტური სამიზნე აუდიტორიის შერჩევა: აუდიტი გვეხმარება გაიგოთ, ვინ არის თქვენი არსებული აუდიტორია და როგორ მოიზიდოთ ისინი.
  • სწრაფი შედეგები: სოციალური მედიის ოპტიმიზაცია, რომელიც აუდიტის საფუძველზე ხდება, მყისიერ ეფექტს იძლევა ჩართულობისა და გაყიდვების ზრდის კუთხით.
  • ბიზნესის გაზრდილი ცნობადობა და გაყიდვები: სწორად დაგეგმილი სოციალური მედია სტრატეგია ზრდის ბრენდის ცნობადობას და პირდაპირ გავლენას ახდენს გაყიდვებზე.
  • გაზომვადი და ხელშესახები შედეგები: სოციალური მედიის პლატფორმები იძლევა დეტალური ანალიზის და მონიტორინგის საშუალებას, რაც ხელს უწყობს თქვენი კამპანიების ოპტიმიზაციას.
Monteno
Monteno
Monteno

რას მოიცავს Grapevine-ის უფასო სოც. მედია აუდიტი?

ჩვენი სრულყოფილი სოციალური მედიის აუდიტი მოიცავს:

 

– თქვენი სოციალური მედიის პროფილების ანალიზი: თქვენი არსებული გვერდების (Facebook, Instagram, LinkedIn, TikTok და სხვა) სიღრმისეული შეფასება.

 

– კონტენტის შესრულების ანალიზი: რომელი ტიპის კონტენტი (ფოტო, ვიდეო, ტექსტი) იწვევს ყველაზე მეტ ჩართულობას, რომელი პოსტები მუშაობს საუკეთესოდ და რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება სამომავლოდ. 

 

– აუდიტორიის დემოგრაფიული და ქცევითი ანალიზი: თქვენი მიმდევრების დეტალური შესწავლა – მათი ასაკი, სქესი, ინტერესები, ონლაინ ქცევა.

 

– კონკურენტების სოციალური მედიის აქტივობების მიმოხილვა: დეტალური კვლევა იმის დასადგენად, თუ რა სტრატეგიებს იყენებენ თქვენი კონკურენტები სოციალურ მედიაში და რა შესაძლებლობები გაქვთ მათი გამოცდილების გათვალისწინებით.

 

– ჩართულობის მაჩვენებლების შეფასება: ლაიქების, კომენტარების, გაზიარებების, შენახვების და სხვა მეტრიკების ანალიზი, რათა დადგინდეს თქვენი აუდიტორიის რეალური ჩართულობის დონე.

 

 – კონკრეტული რეკომენდაციები: აუდიტის საფუძველზე მოგაწვდით პრაქტიკულ, გაზომვად რჩევებს თქვენი     სოციალური მედიის სტრატეგიის გასაუმჯობესებლად, რომელიც მოიცავს კონტენტის დაგეგმვას, პოსტინგის სიხშირეს, ჰეშთეგების გამოყენებას და სხვა მნიშვნელოვან დეტალებს.

მიიღე სოც.მედია აუდიტი უფასოდ

გსურთ გაიგოთ თუ როგორ პოზიციონირებენ თქვენი კონკურენტები ციფრულ სამყაროში, რამდენად კარგად იცნობენ თქვენს ბრენდს და როგორ შეგიძლია შედეგების გაუმჯობესება?

მიიღე აუდიტი!

გამოაგზავნეთ წერილი

  • მისამართი

    თბილისი

  • ნომერი

    +995 599 495 574

  • Email

    Info@grapevine.ge