ვებსაიტის დამზადება (ვებ დეველოპმენტი)

წარმატებული ბრენდის ჩამოყალიბება თითქმის შეუძლებელია ციფრული სამყაროს ათვისების გარეშე. ვებსაიტის დამზადება კი პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამ გზაზე. “გრეიფვაინის” ვებ დეველოპმენტის სერვისი დაგეხმარებათ შექმნათ თქვენს ბრენდზე ზუსტად მორგებული ვებსაიტი და მყარად დაიმკვიდროთ თავი სწრაფად ცვალებად კონკურენტულ გარემოში.  🖥️

რა ეტაპებისგან ვებ დეველოპმენტის პროცესი? 👇

ხარისხიანი და მარტივად სამართავი ვებსაიტის შექმნა გარკვეულ პროცესებს აერთიანებს. ამ ეტაპზე თქვენი ჩართულობა მხოლოდ მოთხოვნებისა და ზოგადი ინფორმაციის მოწოდებით შემოიფარგლება. ვებსაიტის შექმნის ჩართული იქნება ვებ-დეველოპერი, ექაუნთ მენეჯერი, კონტენტ მენეჯერი, UI/UX დიზაინერი და სხვა საჭირო სპეციალისტი.

პროცესი მოიცავს:

  • კომპანიის პროდუქციის/სერვისის შესწავლა
  • მომხმარებელზე მორგებული სისტემის შექმნა
  • ტექნიკური და ვიზუალური მხარის გამართვა
  • გადახდის სისტემის მიბმა (სურვილის შემთხვევაში)
  • სერვისის მუშაობაზე დაკვირვება და კონტროლი
  • ყოველთვიური მხარდაჭერა ტექნიკურ საკითხებში (Support)

* გაითვალისწინეთ, რომ ჩვენთან მარკეტინგული მომსახურების სრული პაკეტი შეგიძლიათ მიიღოთ.

Monteno
Monteno
Monteno

რა ღირს ვებსაიტის დამზადება? 🤔

 

ვებსაიტის შექმნის ფასი დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე:

  • გვერდების რაოდენობა
  • ფოტო-ვიდეო მასალების მოცულობა
  • ფუნქციონალი
  • ვებსაიტის ტიპი (ონლაინ მაღაზია, “სავიზიტო” ვებსაიტი და ა.შ.)
  • დამატებითი მოთხოვნები

გაიგეთ, როგორ შეგვიძლია დაგეხმაროთ

თუ სერვისის შესახებ დამატებითი დეტალების მიღება გსურთ, დაგვიკავშირდით 👉

გამარჯობა! 👋

რატომ არის ვებსაიტს დამზადება ვორდპრესზე მომგებიანი ბიზნესისთვის?

ვორდპრეს საიტის დამზადება სწრაფად და მარტივად
ვორდპრესის ძრავზე საიტის დამზდება

დღესდღეობით, ვებსაიტი ბიზნესისთვის აღარ არის მხოლოდ “სასურველი” ატრიბუტი — ეს აუცილებლობაა. მაგრამ როდესაც საქმე მიდგება საიტის შექმნაზე, პირველი კითხვა, რომელსაც არც თუ იშვიათად გაიგონებთ ესაა: რომელ პლატფორმაზე დავამზადოთ ვებსაიტი?


პროფესიონალებისგან პასუხი კი ხშირად  — WordPress.

დაბალი საწყისი ხარჯი — ხარისხზე უარის გარეშე

WordPress არის ღია კოდის პლატფორმა, რაც ნიშნავს, რომ მისი გამოყენება სრულად უფასოა. იხდით მხოლოდ ჰოსტინგსა და დომენში, ხოლო თემა და პლაგინები შესაძლებელია უფასო ან მინიმალური ფასის მქონე იყოს.
ეს განსაკუთრებით ხელსაყრელია სტარტაპებისთვის, მცირე ბიზნესებისთვის ან ინდივიდუალური მეწარმეებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ ხარისხიანი ვებსაიტი დაბალ ფასად.

სისწრაფე და მოქნილობა — დრო ფულია

WordPress-ზე ვებსაიტის შექმნა ხშირად ხდება რამდენიმე დღეში, რაც უდიდესი უპირატესობაა, თუ გსურს სწრაფად გამოჩნდე ონლაინ სივრცეში.
გარდა ამისა, პლატფორმა არის მოქნილი და გაფართოებადი — როცა შენი ბიზნესი გაიზრდება, შეგიძლია მარტივად დაამატო ახალი ფუნქციონალი: ბლოგი, ონლაინ მაღაზია, კალენდარი, ჩატ-ფუნქციები, მრავალენოვანი რეჟიმი და ა.შ.

საიტის შექმნა მობილური ვერსიისთვის
ვებსაიტის შექმნა

ცვლილებების შესატანად კოდის ცოდნა არ არის საჭირო

WordPress-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა  მართვის სიმარტივეა.


პლატფორმა მოწყობილია ისე, რომ ტექსტის, ფოტოს ან პროდუქტის დამატება/ცვლილება საოფისე პროგრამების დონეზე ცოდნითაც შეძლო — კოდირების ცოდნა საჭირო არ არის.

ეს ნიშნავს, რომ საიტის მართვა შეგიძლია თავადაც, ზედმეტი ტექნიკური დახმარების გარეშე — რაც ხარჯების შემცირებაში დაგეხმარება.

SEO-მეგობრული სტრუქტურა

ხშირად ვებსაიტზე SEO ცვლილებების შეტანა ძალიან რთულია. ვინდაიდან “ხელით აწყობილ” ვებსაიტებზე ხშირად არაა SEO ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა, ამიტომ რთულდება გუგლში პოზიციების მოპოვება. ვორდპრესზე კი ეს პროცესი გაცილებით მარტივია. WordPress-ის კოდი აგებულია ისე, რომ ის წინასწარაა მორგებული საძიებო სისტემების (Google-ს, Bing-ს და სხვ.) მოთხოვნებს.


ამის გარდა, პლატფორმას აქვს მძლავრი SEO ფლაგინები, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი ვებსაიტის მოწინავე პოზიციების დაკავებაში, მაგ: Yoast SEO, RankMath, All in One SEO

გამოაგზავნეთ წერილი

  • მისამართი

    თბილისი

  • ნომერი

    +995 599 495 574

  • Email

    Info@grapevine.ge